დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

საია მიიჩნევს, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობის ზრდას საკანანმდებლო ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს 16.09.2020 16:48

 

მოსამართლეების  დამოუკიდებლობის  ზრდას  პარლამენტში საერთო სასამართლოების შესახებ განსახილველი პროექტი ვერ უზრუნველყოფს.  როგორც  რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში კონსტიტუციონალისტმა, საიას ექსპერტმა  ვახუშტი მენაბდემ განაცხადა,   ჩვენი მთავარი მიზანია დამოუკიდებელი მოსამართლე.

 

„პარლამენტში შემოსული ცვლილებები არის   ვითარების გაუმჯობესების მცდელობა, მაგრამ არა არსებითი. რეალურად  ძალაში რჩება ის, რომ გადაწყვეტილებებს მოსამართლეებთან დაკავშირებით  იღებს ერთი  ჯგუფი,“ - განაცხადა მან

პარლამენტი დღეიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან  დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას იწყებს.

ცვლილებები ორ მნიშვნელოვან საკითხს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას უკავშირდება. ოპოზიცია და  სახალხო დამცველი აცხადებს, რომ  ცვლილებები ფასადურია, ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ  ცვლილებებით ხდება ვენეციის კომისიისა  და  ოდირის რეკომენდაციების  გატალისწინება.

როგორც ვახუშტი მენაბდე აცხადებს, შესაძლოა ხდება პირობითად წარმოდგენილი 30 რეკომენდაციიდან უმრავლესობის შესრულება, მაგრამ  ეს იმას არ ნიშნავს, რომ  ცვლილებები ფუნდამენტურ საკითხებს ეხება.

„საიას მთავარი მიზანია საკითხის  ორ ნაწილად გაყოფა - პირველი, პოლიტიკური ნაწილის და მეორე სამართლებრივი მხარის.  ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა გადაიდგას  პირველი ნაბიჯი  - მოხდეს ისეთი ბერკეტების შექმნა, რომელიც მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილების შესაძლებლობას მხოლოდ უმრავლესობას არ ჩაუგდებს ხელში“ -  განაცხადა რადიოს ეთერში  ვახუშტი მენაბდემ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ