ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას აგრძელებენ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ პრაქტიკულად მოხდეს საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მიღებული კანონის აღსრულება.
„ვეცნობით სხვადასხვა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებს. სამწუხაროა ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, სხვადახვა რესურსის გამოყენება, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განახორციელა და მნიშვნელოვანია, რომ მიღებული კანონი აღსრულდეს. მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება, მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. ამომრჩეველს საშუალება უნდა ჰქონდეს ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამას მოუსმინოს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დებატები მნიშვნელოვანი წყაროა, რომ ამომრჩეველმა ინფორმაცია მიიღოს, შესაბამისად ყველა პარტიის წარმომადგენელს ღიაობისკენ მოვუწოდებ, რომ საკუთარი პროგრამები გააცნონ საზოგადოებას, რათა ამომრჩეველმა ინფორმირებულად შეძლოს არჩევნებზე წასვლა“, - განაცხადა ელჩმა.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge