დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რესპუბლიკელი ხათუნა სამნიძე - ნაციონალური მოძრაობის გარეშე ხელისუფლება არ შეიცვლება 16.09.2020 18:49

დღევანდელი ხელისულება არის შესაცვლელი და ეს არ მოხდება ნაციონალური მოძრაობის გარეშე.  როგორც  რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში  ეკა სეხნიაშვილის გადაცემაში „დროული პოლიტიკა“ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ   ხათუნა სამნიძემ   განაცხადა, ნაციონალური მოძრაობა არის მრავალრიცხოვანი ელექტორატის  მქონე პარტია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

„ჩვენ ნაციონალური მოძრაობის პარტნიორები ვართ.  პოლიტიკური პასუხისმგებლობა მას შეეხო, როცა წააგო 2012 წლის არჩევნები. თუ  საქართველოს  ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე დიდი ოპოზიციური  პოლიტიკური პარტია  ეს არის ამომრჩევლის გადასაწყვეტი. ხელისუფლებას 8 წელი ჰქონდა იმისათვის, რომ  ეს რეალობა არ ყოფილიყო. დღეს ნაწიონალურმა მოძრაობამ გადადგა ნაბიჯი იმისათვის, რომ   პარტნიორული ურთიერთობები ქონდეს სხვა ოპოზიციონერ პარტიებთან, მე ამის მზაობა დავინახე. საუბარია კოალიციური  მთავრობის  ფორმირების შესაძლებლობაზე და  თუ ვის  რამდენი  ხმა ექნება ექნება ამ  მთავრობაში, ეს ამომრჩევლის  გადასაწყვეტი“ - განაცხადა მან.

 ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ  რესპუბლიკური პარტია არის გარანტი იმის, რომ  ყოველთვის იქნება  სამართლიანობის მხარეს. „როცა ვინმე არ იქნება მართალი და დაუშვებს შეცდომას, ამას ჩვენ აუცილებლად ხმამაღლა  ვიტყვით“ - განაცხადა   ხათუნა სამნიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ