დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

სალომე ზურაბიშვილი „ევრონიუს საქართველოs“ ესტუმრა და ახლად გახსნილი ტელეკომპანია დაათვალიერა 17.09.2020 09:06

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ტელეკომპანიას ევრონიუს საქართველო ესტუმრა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ახლად გახსნილი ტელეკომპანია დაათვალიერა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ტელეკომპანიაში ევრონიუსის გენერალურმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა უმასპინძლა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს იმისათვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ევრონიუს საქართველოს პროექტის საწყისებთან იდგა.

თქვენ ყოველთვის აღნიშნავთ, რომ თქვენ უბრალოდ იდეა მოგაფიქრდათ, დანარჩენი კი, ჩვენ განვახორციელეთ, თუმცა თქვენ ძალიან თავმდაბალი ხართ. ყოველთვის არსებობს დასაწყისი და ეს, რისი დასაწყისიც არ უნდა იყოს ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ საწყისია.

მუდამ მემახსოვრება დღე, როდესაც ჩვენ შევხვდით და ერთმანეთს გავუზიარეთ ხედვები და შეხედულებები, რომლებიც თქვენ თქვენი ქვეყნისთვის გაქვთ. ძალიან თბილად მიგვიღეთ, როგორც ინვესტორები და ყველაფერი, რაც ჩვენ განვიხილეთ, ახლა ხორციელდება. ჩემი აზრით, პოლიტიკაშიც, იმის თქმა, რასაც აკეთებთ და იმის კეთება, რასაც ამბობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია, რაც შეიძლება მივიღოთ ისეთი შესანიშნავი პოლიტიკური ფიგურისგან, როგორიც თქვენ ხართ. ამისთვის მადლობას გიხდით, განაცხადა ევრონიუსის გენერალურმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა.

საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ევრონიუს საქართველოს შემქმნელებს და აღნიშნა, რომ სასწაულია, როცა ასეთი პროექტის განხორციელება ასეთ მოკლე დროში, მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოსათვის ასეთ რთულ პერიოდში მოხდა.

მადლობა, რომ გახსოვთ ის დღე, რომელიც მეც მემახსოვრება სიცოცხლის ბოლომდე, რადგან ძალიან იშვიათია, როცა უბრალოდ იდეა ხორცს ისხამს და რეალობა ხდება. და ფაქტი, ასეთ მოკლე დროში, მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოსათვის ასეთ რთულ პერიოდში მოხდა, სასწაულია; სასწაული, რომელშიც გიორგი რამიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის. ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას, რომ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის. როცა ევროპული სტანდარტების ტელევიზიის დამფუძნებელი, ადგილობრივი, მთავარი ინვესტორი ამბობს, რომ არ ერევა სატელევიზიო მუშაობის არც ერთ ასპექტში, ნათელი და მისაბაძი მაგალითია ჩვენი ქვეყნის მედიისთვის და დარწმუნებული ვარ ეს შთააგონებს ბევრ ადამიანს. ჩემთვის ყველაზე შთამაგონებელი დღეს ამ სტუდიაში გაცნობილი ახალგაზრდა თაობაა, რომელიც საქართველოს ხვალინდელი მედიის წარმომადგენლები იქნებიან.

მომავალთან მიმართებაში მეტი ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ თქვენ ნამდვილად წვრთნით ახალგაზრდა ჟურნალისტებს, რომლებიც სწავლობენ ევროპული სტანდარტებს, ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლას.

დაბოლოს, თქვენ ახსენეთ, რომ ევრონიუს საქართველო ხიდია ევროპასა და საქართველოს შორის. ეს ხიდი ჩვენს ქვეყანას ასევე, საშუალებას აძლევს უფრო ცნობილი გახდეს ევროპაში არამხოლოდ ჩვენი კულტურითა და ტურისტული შესაძლებლობებით, არამედ ამ მაგალითითაც რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ადგილი, სადაც ინვესტიციის განხორციელება არა მხოლოდ მარტივი, არამედ შედეგიანიცაა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ელჩთან ერთად მონაწილეობა მიიღო გადაცემაში, რომელსაც ევრონიუსის გენერალური დირექტორი მაიკლ პიტერსი უძღვებოდა და რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების საქმეში მედიის როლს შეეხებოდა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ