დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 74 % არჩევნებში მონაწილეობას „დიდი ალბათობით“ მიიღებს 17.09.2020 11:30

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა" (IRI)- ახალი კვლევის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 74 % მონაწილეობასდიდი ალბათობითმიიღებს.

 

კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, - გამოკითხულთა 74 %-მა უპასუხა, რომდიდი ალბათობით მიიღებს“, 16 %-მა აღნიშნა, რომნაკლები ალბათობით“, 4 %-მა განაცხადა, რომ სავარაუდოდ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, 5%-ის თქმით, არჩევნებში მონაწილეობას დიდი ალბათობით არ მიიღებს, 2 %-მა კი არ იცის ან კითხვაზე პასუხი არ აქვს.

 

გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ