დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„გაუგებარია ზოგიერთი ადამიანი, რა ნიშნით დადგა იმ დამნაშავე პოლიტიკური პარტიის გვერდით, რასაც ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა“ 01.10.2020 22:38

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი პარტიული სია “დაზიანებული ადამიანებისგან” შედგება. თალაკვაძის განაცხადებით, სიაში არიან ადამიანები, რომლებმაც გადამწყვეტ მომენტში ზურგი შეაქციეს სამშობლოს და ქართველ ხალხს.

 

“მე ვერ გეტყვით საერთო ჯამში, ვინ რა ადგილას არის და რა ნიშნით იყო ეს სია ფორმირებული, მაგრამ ერთი რამ კი ცხადია, რომ ამ სიაში არის ძალიან ბევრი დაზიანებული ადამიანი, რომელმაც ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ზურგი შეაქცია თავის მოქალაქეებს, ზურგი შეაქცია თავის სამშობლოს და მათ ძალიან მძიმე ბიოგრაფიები მოჰყვებათ უკან. ასევე, გაუგებარია, თუ რა აკავშირებთ ამ ადამიანებს ერთმანეთთან და კიდევ უფრო გაუგებარია ამ სიაში ზოგიერთი ადამიანი, რა ნიშნით დადგა იმ დამნაშავე პოლიტიკური პარტიის და ძველი კრიმინალური ოპოზიციის გვერდით, რასაც ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა”. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენი მოქალაქეები სათანადო შეფასებას მისცემენ, ჩვენ კი ორიენტირებული ვართ მომავალზე და ნაკლები დრო გვაქვს გავარჩიოთ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური სია”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ