დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„დღეს ერთადერთი რამ არის ნათელი, რომ მთავრობა არის დამღუპველი საქართველოსთვის“ 16.10.2020 23:40

შემოთავაზება მქონდა გაერთიანებული ოპოზიციიდან, რომ მათ სიაში ერთ-ერთი პირველი ვყოფილიყავი,- ამის შესახებ ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას არ აპირებს და საკუთარ თავს პარლამენტში ვერ ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ მხარს ყველა ოპოზიციურ პარტიას უჭერს.

 

„დღეს ერთადერთი რამ არის ნათელი, რომ მთავრობა არის დამღუპველი საქართველოსთვის, ამის რეზულტატი სახეზე გვაქვს - ქვეყანა ქვეყანას აღარ გავს. ამიტომ, ყველა უნდა ვიყოთ ერთად და ერთად უნდა მოვერიოთ ამ დიდ უბედურებას, რაც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს“,- განაცხადა პაატა ბურჭულაძე. გარდა ამისა, როგორც ის აცხადებს, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რამდენჯერმე შეხვდა. სააკაშვილის მიერ ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კი ბურჭულაძემ განაცხადა: „მიუტევე და მიგეტევება“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ