დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ზურაბ ჭიაბერაშვილი - საზოგადოებას აქვს განცდა, რომ ხელისუფლება არსებული ვითარებით მანიპულირებს 17.10.2020 13:57

„ევროპული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქის, მაჟორიტარობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ხელისუფლება პასუხისმგებელია იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში საარჩევნო პროცესი. მისივე თქმით, საზოგადოებას აქვს განცდა, რომ ხელისუფლება არსებული ვითარებით მანიპულირებს.

 

„საზოგადოების უდიდეს ნაწილს აქვს განცდა, რომ ხელისუფლება უბრალოდ მანიპულირებს, თუმცა არა ციფრებით, არამედ, ზოგადად, ხელისუფლების პოლიტიკაა, რომ როგორმე მივაღწიოთ არჩევნებამდე და მერე რაც იქნება -იქნება. ის, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში საარჩევნო კამპანია, ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და ზუსტად ამას ვამბობ, რომ ხელისუფლებამ უნდა ახსნას, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს", — განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ