დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„მხოლოდ რუსულ პროპაგანდას შეუძლია წარმოაჩინოს თბილისში არსებული სიტუაცია პოლიტიკურ კრიზისად“ 22.11.2020 00:04

ბიძინა გიორგობიანის პოსტი:
რაც შეეხება “პოლიტიკურ კრიზისს”... როგორც აშშ ელჩის განცხადებიდან ვიცოდით, რუსეთის ფედერაციას ექნებოდა ჩვენს არჩევნებში ჩარევის, ან ზემოქმედების მცდელობა. მართალც, შეუიარაღებელი თვალით ჩანს, სამხრეთ კავკასიაში რუსული გავლენის ზრდა. კავკასიაში ომის ფონზე, საქართველოში დესტაბილიზაცია მაინც არ შედგა, ამიტომ არჩევნებში ჩარევის რუსული სცენარი შემოიფარგლება, მოჩვენებითი პოლიტიკური კრიზისის შექმნით. მოჩვენებითი კრიზისის მიზანი საქართველოს ეკონომიკური დასუსტება და საერთაშორისო პოლიტიკური იმიჯის შერყევაა. ამ სცენარში წამყვან, მაგრამ ერთობ კომიკურ როლს ასრულებს, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინა ბურჯანაძე, რომელმაც საერთოდ ვერ გადალახა ბარიერი, მაგრამ იქადნება პარლამენტში არ შევალო. საყოველთაოდ ცნობილია მისი ზღვარგადასული ფლირტი რუსულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან და პირადად რუსეთის პრეზიდენტთან. ამავე ტრენდზე “სხედან” სხვა პოლიტიკურად წოდებული დაჯგუფებებიც, რომლებიც ძირითადად მ.სააკაშვილის მიერ ფინანსდებიან და საქართველოში პერმანენტულად რევოლუციური სცენარების შექმნას ცდილობენ. საბედნიეროდ, წარუმატებლად და უიმედოდ უნდა იყვნენ მომავალშიც. ეს ორივე მიმდინარეობაა სწორედ რუსული ჩარევა, რაზეც აშშ წარმომადგენლები მიუთითებდნენ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე.
სავარაუდოდ, ამ საფრთხის შესახებ არსებულმა ინფორმაციამ და სხვა ქვეყნებში განხორციელებული, რუსული ჩარევის კარგად გააზრებამ გამოიწვია დასავლური, დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოში ჩატარებული არჩევნებისადმი. არადა ამ პანდემიის და რუსეთის პირდაპირი პოლიტიკური ექსპანსიის პირობებში, სულაც არ იყო არჩევნების ასეთ დონეზე ორგანიზება ადვილი საქმე. ახლა რაც შეეხება საერთოდ კრიზისებს და ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებულ “პოლიტიკურ კრიზისს”.
საერთაშორისო სტანდარტებითა და პრაქტიკით, პოლიტიკური კრიზისად შეიძლება ჩაითვალოს;
1) მძიმე შიდა პოლიტიკური პრობლემები
2) მთავრობისადმი, საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის დაკარგვა
3) ეკონომიკური კოლაპსი
4) სოციალური შფოთი
5) აჯანყებები
6 პუტჩი ან პუტჩის მცდელობები
ყოფილა უამრავი პოლიტიკური კრიზისი, მაგალითად:
2007–11 ბელგიის პოლიტიკური კრიზისი
2018 ბრიტანეთის კაბინეტის კრიზისი
2010–11 ბელგიის კაბინეტის კრიზისი
2015–16 ესპანეთის სამთავრობო კრიზისი
2018–2019 შვედეთის მთავრობის ფორმაციის კრიზისი
ეს იყო , პოლიტიკური კრიზისები ბოლო წლებში, მაგრამ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ ხალხისაგან მიღებული მანდატების უარყოფა, ქუჩაში დებოში პოლიტიკურ კრიზისად ვერ ჩაითვლება. მხოლოდ რუსულ პროპაგანდას შეუძლია წარმოაჩინოს თბილისში არსებული სიტუაცია პოლიტიკურ კრიზისად, აღარფერს ვამბობ ბარიერგადაულახავი პარტიის თავმჯდომარის მიერ დაანონსებულ “კრიზისზე” და მუქარებზე

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ