ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები იმარჯვებენ. საქართველოში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდა. ცესკო-ს ამ დროისთვის საარჩევნო უბნების თითქმის ნახევარზე მეტი დათვლილი აქვს და არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
ამ დროისთვის დათვლილი უბნების მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით, ცესკო-ს წინასწარი მონაცემები ასეთია:
№1 – მთაწმინდა, კრწანისი – ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“) 91.51% და შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო“) 8.49%;
№2 – ვაკე – ნოდარ ტურძელაძე („ქართული ოცნება“) 93.7% და ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“) 6.3%;
№3 – საბურთალო – დავით სერგეენკო („ქართული ოცნება“) 89.97% და ალექსანდრე ელისაშვილი („მოქალაქეები“) 10.03%;
№4 – ისანი – კახა კახიშვილი („ქართული ოცნება“) 92.74% და ხატია დეკანოიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 7.26%;
№5 – სამგორი – სოზარ სუბარი („ქართული ოცნება“) 88.19% და ლევან ხაბეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.81%;
№6 – დიდუბე, ჩუღურეთი – გიორგი ვოლსკი („ქართული ოცნება“) 89.66% და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („გირჩი“) 10.34%;
№7 – ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი („ქართული ოცნება“) 91.14% და შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“) 8.86%;
№8 – გლდანი – ლევან კობიაშვილი („ქართული ოცნება“) 89.22% და ნიკანორ მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 10;78%;
№10 – თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი („ქართული ოცნება“) 89.67% და გიორგი ბოტკოველი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 10.33%;
№11 – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი – შალვა კერესელიძე („ქართული ოცნება“) 93.23% და ცეზარი ჩოჩელი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 7.75%;
№12 – რუსთავი, გარდაბანი – ნინო ლაცაბიძე („ქართული ოცნება“) 87.65% და დავით კირკიტაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 12.35%;
№16 – ხაშური, ქარელი – ზაალ დუგლაძე („ქართული ოცნება“) 91.04% და ნატო ჩხეიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.96%;
№21 – ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი – ბეჟან წაქაძე („ქართული ოცნება“) 91.87% და კახა გეწაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.13%;
№23 – ქუთაისი – ზაზა ლომინაძე („ქართული ოცნება“) 93.6% და გრიგოლ ვაშაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.54;
№27 – ზუგდიდი – ირაკლი ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) 94.06% და მალხაზ ჯალაღონია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 5.94%;
№28 – ბათუმი – რესან კონცელიძე („ქართული ოცნება“) 88.47% და ლევან ვარშალომიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.53%;
№30 – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო – ანზორ ბოლქვაძე („ქართული ოცნება“) 88.73% და მიშა ბოლქვაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.27%.
რაც შეეხება დანარჩენ 13 ოლქს, აქ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები პირველსავე ტურში გამოვლინდნენ და ყველა მათგანში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.
ამასთან, მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური გაიმართა ქუთაისში, სადაც ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით იოსებ ხახალეიშვილს („ქართული ოცნება“) 91.93% აქვს და გრიგოლ შუშანიას („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.07%.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge