დღე: 30

ღამე: 19

USD 2.7174

EUR 3.1875

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები იმარჯვებენ 22.11.2020 00:54

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები იმარჯვებენ. საქართველოში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდა. ცესკო-ს ამ დროისთვის საარჩევნო უბნების თითქმის ნახევარზე მეტი დათვლილი აქვს და არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.

 

ამ დროისთვის დათვლილი უბნების მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით, ცესკო-ს წინასწარი მონაცემები ასეთია:

№1 – მთაწმინდა, კრწანისი – ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“) 91.51% და შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო“) 8.49%;

№2 – ვაკე – ნოდარ ტურძელაძე („ქართული ოცნება“) 93.7% და ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“) 6.3%;

№3 – საბურთალო – დავით სერგეენკო („ქართული ოცნება“) 89.97% და ალექსანდრე ელისაშვილი („მოქალაქეები“) 10.03%;

№4 – ისანი – კახა კახიშვილი („ქართული ოცნება“) 92.74% და ხატია დეკანოიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 7.26%;

№5 – სამგორი – სოზარ სუბარი („ქართული ოცნება“) 88.19% და ლევან ხაბეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.81%;

№6 – დიდუბე, ჩუღურეთი – გიორგი ვოლსკი („ქართული ოცნება“) 89.66% და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („გირჩი“) 10.34%;

№7 – ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი („ქართული ოცნება“) 91.14% და შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“) 8.86%;

№8 – გლდანი – ლევან კობიაშვილი („ქართული ოცნება“) 89.22% და ნიკანორ მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 10;78%;

№10 – თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი („ქართული ოცნება“) 89.67% და გიორგი ბოტკოველი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 10.33%;

№11 – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი – შალვა კერესელიძე („ქართული ოცნება“) 93.23% და ცეზარი ჩოჩელი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 7.75%;

№12 – რუსთავი, გარდაბანი – ნინო ლაცაბიძე („ქართული ოცნება“) 87.65% და დავით კირკიტაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 12.35%;

№16 – ხაშური, ქარელი – ზაალ დუგლაძე („ქართული ოცნება“) 91.04% და ნატო ჩხეიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.96%;

№21 – ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი – ბეჟან წაქაძე („ქართული ოცნება“) 91.87% და კახა გეწაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.13%;

№23 – ქუთაისი – ზაზა ლომინაძე („ქართული ოცნება“) 93.6% და გრიგოლ ვაშაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.54;

№27 – ზუგდიდი – ირაკლი ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) 94.06% და მალხაზ ჯალაღონია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 5.94%;

№28 – ბათუმი – რესან კონცელიძე („ქართული ოცნება“) 88.47% და ლევან ვარშალომიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.53%;

№30 – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო – ანზორ ბოლქვაძე („ქართული ოცნება“) 88.73% და მიშა ბოლქვაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.27%.

რაც შეეხება დანარჩენ 13 ოლქს, აქ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები პირველსავე ტურში გამოვლინდნენ და ყველა მათგანში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

ამასთან, მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური გაიმართა ქუთაისში, სადაც ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით იოსებ ხახალეიშვილს („ქართული ოცნება“) 91.93% აქვს და გრიგოლ შუშანიას („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.07%.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ