ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქუთაისის 130 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 45 უბანი, რაც უბნების საერთო რაოდენობის 34.62%-ია. არსებული მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ 852 ხმა (8.07%), ხოლო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა 9706 ხმა (91.93%) მიიღო.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge