დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს 22.11.2020 01:40

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს.

 

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქუთაისის 130 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 45 უბანი, რაც უბნების საერთო რაოდენობის 34.62%-ია. არსებული მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ 852 ხმა (8.07%), ხოლო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა 9706 ხმა (91.93%) მიიღო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ