დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„შეეძლოთ თუ არა, ამ პარტიებს უარი ეთქვათ მუშაობაზე - არ შეეძლოთ, რადგან გერმანიის პოლიტიკური კლასისთვის გერმანიაა უპირველესი!“ 22.11.2020 15:13

ბონდო მძინარაშვილის პოსტი:


ევროკავშირის ლიდერ ქვეყანაში, გერმანიაში, ბუნდესტაგის არჩევნები 2017 წლის 24 სექტემბერს გაიმართა და პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ 32,9% მიიღო. გერმანიის ფედერალური კანცლერი კვლავ ანგელა მერკელი გახდა. გერმანიაში აზრადაც არავის მოსვლია, რომ მერკელი ხელისუფლების მიტაცებაში დაედანაშაულებინა, - არიქა, ამომრჩეველთა მესამედის მხარდაჭერის პირობებში კანცლერი რატომ უნდა გახდეს და თან უკვე 12 წელიწადია, კანცლერია, ეს როგორ შეიძლებაო?! ვიმეორებ: მერკელის პარტიამ ხმების 32,9% მიიღო, მისმა მოწინააღმდეგეებმა კი, ჯამში, ორჯერ მეტი - 67,1%. შეეძლოთ თუ არა, ორჯერ მეტი მხარდაჭერის პირობებში ამ პარტიებს უარი ეთქვათ ბუნდესტაგში მუშაობაზე? თქვენ მეტყვით, რომ შეეძლოთ! მე კი გიპასუხებთ, რომ არ შეეძლოთ! არ შეეძლოთ, რადგან გერმანიის პოლიტიკური კლასისთვის გერმანიაა უპირველესი! გერმანიის სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არასოდეს დააყენებენ პარტიულ ან პირად ინტერესებს! აი, ეს არის სახელმწიფო! ჰოდა, რატომ გვიკვირს გერმანიის ელჩის, ევროკავშირის ელჩის, აშშ ელჩის მოწოდებები, - პარლამენტში გაუწიეთ ოპონირება ერთმანეთსო! ელემენტარული პოლიტიკური კულტურისკენ მოგვიწოდებენ, ელემენტარული! ნუთუ ასე ძნელი გასაგებია?! ვერ ჩამოვა მანიაკი სააკაშვილი საქართველოში, ვერ ჩაიგდებს ძალაუფლებას ხელში ნაცსექტა! სხვა ეტაპზე გადავდივართ, იქ დესტრუქციისთვის ადგილი აღარ რჩება და ვისაც ეს არ ესმის, იმან ევროპული ღირებულებებით და მედასავლეთეობით სპეკულაციას თავი უნდა დაანებოს, - მაინც არავის სჯერა! და ეს ელჩებიც ნუ დაღალეთ, სირცხვილია!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ