დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„აზრის შექმნის მცდელობამ - ოპოზიციურმა ბლოკებმა გაიმარჯვეს და მათ ეს გამარჯვება წაართვეს - ჩემთვის დამაჯერებელი არ გახლავთ“ 22.11.2020 22:27

კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტიკური ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი ოპოზიციის მიერ საკანონმდებლო ტრიბუნის გამოყენებისა და მმართველობაში საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა სწორი გადაწყვეტილება იქნება.

 

„შექმნილ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა. პირდაპირ ვიტყვი, ოქტომბრის არჩევნები არ იყო დიდებული არჩევნები, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. აზრის შექმნის მცდელობამ, რომ ოპოზიციურმა ბლოკებმა გაიმარჯვეს და მათ ეს გამარჯვება წაართვეს, ჩემთვის დამაჯერებელი არ გახლავთ, რადგან შესაბამის მტკიცებულებებს ვერ ვხედავ. ყველას აქვს უფლება ქუჩაში გააპროტესტოს არჩევნები და ის ყურადღება, რაც ქართულმა ოპოზიციამ მიაპყრო არჩევნების შედეგებს აბსოლუტურად ლეგიტიმურია, მათ ამის უფლება აქვთ. თუმცა პარლამენტში არ შესვლით, ისინი ავრცელებენ გზავნილს, რომ არ არიან დაინტერესებულნი მმართველობით. მიუხედავად იმისა უმრავლესობაში ხარ თუ პოლიტიკურ უმცირესობაში, პროცესში შენ როლი გაქვს შესასრულებელი. ეს არის პასუხისმგებლობის გააზრება მმართველობაში, მით უმეტეს როცა რეგიონში ასეთი ვითარებაა და საქართველო რეგიონში ნათელ წერტილს წარმოადგენს“, - განაცხადა მიტჩელმა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ