დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი გახარიას - ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება 13.01.2021 19:37

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.

 

მისალოც წერილში რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, გიორგი გახარიას ლიდერობით, ორ ქვეყანას შორის,  მომავალშიც გაგრძელდება არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები.

 

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, პირადად ჩემი და თურქეთის მთავრობის სახელით გულითადად გილოცავთ წარმატებით ჩატარებული არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრის საქმიანობის გაგრძელებას.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ამ კრიტიკულ პერიოდში, რომელსაც მე ვაფასებ, როგორც შესაძლებლობების ფანჯრის გაღებას რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის თავიდან ჩამოყალიბების თვალსაზრისით, თქვენი ბრძნული ლიდერობით, მომავალშიც ყველა სფეროში გაგრძელდება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები.

 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობა. დაე, ახალმა წელმა ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს რეგიონს მოუტანოს მშვიდობა და სიკეთე", -  აღნიშნულია მისალოც წერილში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ