ალეკო ელისაშვილი, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებით, ძირითად ოპოზიციურ ფრთას ჩამოშორდა, ანუ იმათ ვინც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზეა ორიენტირებული და ამ ბოიკოტით შედეგის მიღწევა რეალურად და არა ფასადურად სურთ - აცხადებს რადიო “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში ,,ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი.
,,მოქალაქეები’’ ორი დეპუტატის პარლამენტში შესვლა საერთო სურათს არ ცვლის. ეს ფასადური მოვლენაა, ფსევდო მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანოს შესაქმნელად საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, მაგრამ ყველა ყველაფერს კარგად ხვდება“, - აცხადებს გიგი წერეთელი
ის აღნიშნავს იმასაც, რომ ივანიშვილის პოლიტიკური სარბიელიდან გასვლა, მხოლოდ ფორმალობაა, მანამ უბრალოდ პასუხისმგებლობა აირიდა, თუმცა მისი მხრიდან პარტიის კონტროლი კვლავ გაგრძელდება.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი