დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

იაგო ხვიჩია - გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა 20.01.2021 21:43

გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც ხვიჩიამ განმარტა, გიორგი ვაშაძეს სულ მოუწევს დამალვა. მისივე თქმით, ვაშაძემ სიტყვა გატეხა, რის გამოც სანიმუშოდ უნდა დაისაჯოს.

 

„რამდენი ხანი შეიძლება ადამიანს თვალებში ვერ უყურებდე იმიტომ, რომ საკუთარი სიტყვა გატეხე, მე ხომ ამას სულ ვილაპარაკებ, ყოველდღიურად ვილაპარაკებ, ყველა სიტყვის გამტეხ ადამიანზე ამას ვილაპარაკებ, რამდენი ხანი გამიძლებენ?...ვახო მეგრელიშვილს ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა გიორგი ვაშაძესთან, მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ადამიანურად ერთმანეთთან, როცა ჩვენ უცნაურობა დავინახეთ, ამ უცნაურობის შესახებ ვთქვით საჯაროდ. დღეს, ამ უცნაურობას დაემატა ის, რომ ბატონი სერგო ჩიხლაძე ტელევიზიაში მივიდა და არაცივილურად დატოვა ის მაგიდა, სადაც ის იჯდა, ერთ-ერთი სტუმარი ვახო მეგრელიშვილი იყო, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს არაცივიულურობა საჯარო სივრცეში. ჩვენ საჯარო პროფესიის წარმომადგენლები ვართ, აქ მაშინვე ჩანს ვინ იტყუება და ვინ არა, აქ მაშინვე ჩანს ვის აქვს პარტნიორებთან საუბრის მორალური უფლება და ვის არა, ვინ გარბის და ვის არ ეშინია და ახლა მე შეშინებულს ვგავარ? ჰკითხეთ აბა, რატომ არ ზის აქ, რატომ გითხრათ უარი. ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა“, - განაცხადა ხვიჩიამ.

 

კითხვაზე, ვაშაძეს შესაძლოა, „მოქალაქეებთან“ ერთად არ სურდა შეხვედრა, ხვიჩია პასუხობს, რომ მათ ეს უნდა სცოდნოდათ და „გაუგებდნენ“.

 

„შეიძლება, მაგრამ ეს უნდა ვიცოდე და შემეძლო გამეგო პირად საუბარშიც და საერთოდ არ ჩავაყენებდი უხერხულ სიტუაციაში ბატონ გიორგის, როგორც ახლა არ ვაპირებ, „ლელო“ ჩავაყენო უხერხულ სიტუაციაში. „გირჩმა“ დავისახეთ მიზნად, ქართული პოლიტიკური სპექტრი დაგველაპარაკებინა ერთმანეთს, მართლა საუბარი დაგვეწყო ერთმანეთთან, მე ვფიქრობ, ჩვენ ეს წარმატებით გამოგვივიდა და ბატონმა გიორგი ვაშაძემაც იცის, რომ ეს წარმატებით გამოგვივიდა. გიორგი ვაშაძეს ამ წარმატების უკან წაღება უნდა. მე არ მჯერა იმ ოპოზიციის, რომელიც ერთმანეთთან არ ლაპარაკობს, ერთმანეთთან არ ჯდება, პირიქით, ჩვენი სიძლიერე არის ლაპარაკი. ეს არის ადგილი, ეს არის პროფესია, სადაც ან საჯარო სივრცეში ლაპარაკობ, ან გაქრები, და გიორგი ვაშაძესაც მოუწევს ამ წესების დამორჩილება. მან გაბედა პირველმა ამ საქციელის ჩადენა და ის სანიმუშოდ უნდა დაისაჯოს, რომ სხვამ ეს არასდროს გაბედოს, მან ელექტორალურად უნდა ნახოს ზიანი საკუთარი სიტყვის გატეხის გამო“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ