უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს. უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელი ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორობას გააძლიერებს.
„ვულოცავ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა გააძლიერებს უკრაინის და საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მიმავალ გზაზე“, – წერს დენის შმიგალი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა დღეს გამოუცხადა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge