დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

ნაცმოძრაობამ კონფრონტაციულ დღის წესრიგზე მაინც გადაიყვანა „ქართული ოცნება“, რაც ძალიან ცუდია - ბიძინა გიორგობიანი 23.02.2021 21:45

ბიძინა გიორგობიანის პოსტი:

 

არ მომწონს რაც ხდება, კონკრეტულად კონფრონტაციული პოლიტიკური გარემო მაშინებს. კონფრონტაცია გამორიცხავს საზოგადოების განვითარებას. კონფრონტაციული დღის წესრიგი, ნაცპარტიამ შესთავაზა ქართულ ოცნებას. დამარცხებიდან რამოდენიმე თვეში, რაც მიხვდნენ, რომ მათსავით არ ექცეოდა გამარჯვებული დამარცხებულს, ნაცებმა გამოაცხადეს "ხელისუფლების დაბრუნების" აუცილებლობა და ასეთი "გადამწყვეტი მიტინგი" უკვე 2013 წლის აპრილშივე ჩაატარეს პარლამენტის წინ. მას შემდეგ ბევრჯერ სცადეს მსგავსი საშუალებაც, შტურმიც, მაგრამ არაფერი გამოვიდა, თუმცა კონფრონტაციულ დღის წესრიგზე მაინც გადაიყვანეს ქართული ოცნება, რაც ძალიან ცუდია. არჩევნებში ერთპიროვნული გამარჯვება და კოალიციური პარტნიორების გარეშე მთვრობის ფორმირება, მმართველ პარტიას, არანაირად არ აძლევს, ნაცების მტრულად განწყობილი პარტიის კონფრონტაციული გამოწვევის მიღების უფლებას. მმართველ პარტიას სჭირდება მეტი ეკონომიკური ინიციატივა და ნაკლები პოლიტიკური კონფრონტაცია. მე ასე მგონია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ