დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ევა მარია ლიიმეტესთან 23.02.2021 22:27

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ევა მარია ლიიმეტესთან. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის გამორჩეულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. ესტონეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორისა და ახლო მეგობარი სახელმწიფოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. ხაზი გაესვა არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და შექმნილი გამოწვევების ფონზე ორი ქვეყნის ინტენსიური თანამშრომლობის და კოორდინაციის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ესტონელ კოლეგას საქართველოს საკითხის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი დიალოგის ფარგლებში. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური გარემო და ხაზი გაუსვეს პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების მნიშვნელობას. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების და მიმდინარე აქტუალური საერთაშორისო საკითხების მიმართულებით, ასევე მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის კუთხით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ