დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში დაიწყო 28.02.2021 20:35

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვია. მიშელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაჯდა.

ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. შარლ მიშელი ასევე შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაემგზავრება საოკუპაციო ხაზთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს, ხოლო ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.

შარლ მიშელი საქართველოში ჩამოსვლამდე მოლდოვაში იმყოფებოდა, საქართველოდან კი უკრაინაში გაემგზავრება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ