დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

შესაძლებელია, ოპოზიციამ ვერ მიიღოს ვადამდელი არჩევნები და პროცესში ისიც დაკარგოს, რაც ფაქტობრივად უკვე იყო მიღწეული - ალექსანდრე რაქვიაშვილი 02.03.2021 20:24

„გირჩის“ წარმომადგენელი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტი, რომლის პუნქტებიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, ოპოზიციის კაპიტულაციას ნიშნავს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შესახებ ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასება პარტიის ვებგვერდზე გავრცელდა.

 

„შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც მოიცავს: ამბიციური საარჩევნო რეფორმა – საქართველოში დემოკრატიის ღრმა კონსოლიდაციისთვის; კანონის უზენაესობა/სამართლის რეფორმა – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად; პოლიტიკური მართლმსაჯულება/პატიმრების საკითხი, ძალის გადანაწილება პარლამენტში; საგამოძიებო კომისია – პარლამენტში როლებისა და პასუხისმგებლობების სამართლიანი გადანაწილება; პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის; ფასილიტაციის/მედიაციის გაგრძელება და განხილვა 2021 მარტში. თეთრი დროშა ჯერ არ გამოუფენიათ, მაგრამ როგორც ჩანს, ორ კვირაში ამასაც გააკეთებენ, – აცხადებს რაქვიაშვილი.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტი უამრავ ინტერპრეტაციას უშვებს, მათ შორის ისეთს, რომელიც შეიძლება ბარიერის დაწევას არ გულისხმობდეს. ხოლო, საგამოძიებო კომისიის დამატება და ვადამდელი არჩევნების, როგორც „პოტენციური“ შესაძლებლობის ხსენება ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ ჯერ კიდევ დეკემბრის წინადადებას იმეორებს. ამრიგად, შესაძლებელია, რომ ოპოზიციამ ვერ მიიღოს ვადამდელი არჩევნები და პროცესში ისიც დაკარგოს, რაც ფაქტობრივად უკვე იყო მიღწეული მოლაპარაკების პროცესში“, – აღნიშნულია „გირჩის“ გვერდზე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ