დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ჟურნალისტი პოზნერი საქართველოში, ტურისტული ვიზიტით იყო ჩამოსული - მამუკა მდინარაძე 01.04.2021 17:39

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში, ტურისტული ვიზიტით იყო ჩამოსული, აშშ მოქალაქის პასპორტით და კოვიდ რეგულაციებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის თანხლებით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.

"მას არ ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, შესაბამისად მას ისევე, როგორც ნებისმიერ ამერიკელ, ევროპელ და მათ შორის რუს ტურისტს, უფლება ჰქონდა, კოვიდ რეგულაციების დაცვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში შემოსულიყო.


ამავდროულად, რა მომენტშიც სტუმრების, თუ მათი მასპინძლების მხრიდან დარღვეული იქნა დაწესებული კოვიდშეზღუდვების მოთხოვნები, სახელმწიფომ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ჯარიმა გამოწერა ყველას.


შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივი მის განდევნას არა კანონის დარღვევის გამო, არამედ მისი წარმომავლობის და საქართველოსთან მიმართებაში გამოთქმული (პირველ რიგში ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელი) მოსაზრებების გამო ითხოვს.


ჩვენ, შეგვიძლია ვიმსჯელოთ საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა.
ოღონდ მანამდე უნდა ვიმსჯელოთ მაგალითად


• ნაც.მოძრაობის მომხრე პოლიტიკოსი ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში, რომელმაც პრაქტიკულად იგივე თქვა რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.


• უნდა იყვნენ თუ არა საჯარო სივრცეში ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც შავით-თეთრზე ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მათ შორის - პროტესტანტი გიორგი კანდელაკი, გოკა გაბაშვილი და ა.შ.


• რა რეაქცია უნდა მოჰყოლოდა „ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერის ქმედებას, რომელმაც რუსთაველის გამზირზე, სადაც ქართველი ახალგაზრდების სისხლია დაღვრილი, რუსული სიმღერით დააგვირგვინა საარჩევნო კამპანია;


• უნდა გავაჩეროთ თუ არა ქვეყანაში, პუტინთან ერთად პაკლონნაია გარაზე მდგომი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე,


• უნდა ქონდეს თუ არა უფლება კაგებეს სამჭედლოში, მგიმოში გამოზრდილ ელენე ხოშტარიას ქართულ პოლიტიკაში ყოფნის;


• რა ვუქნათ, „ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლების თქმითვე ფეესბეს რევოლუციიის მედროშე ირაკლი ოქრუაშვილს;


• რა ეშველება რუსეთში მცხოვრები ოლიგარქის მინდია გულუას პრო-რუსული პარტიის პრესსპიკერ გიგა მაქარაშვილს;


• და საერთოდ უნდა დავაყენოთ საკითხი ახალგორის და კოდორის რუსეთისთვის გადამფორმებელ პოლიტიკურ ძალას აქვს თუ არა არსებობის უფლება ამ ქვეყანაში!


თუ ამ ყველაფრისთვის მზად არიან, კი ბატონო, შეგვიძლია დავიწყოთ ეს პროცესი!


ცოტა უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით საკითხს, ეს ყველაფერი არის ფსევდოპატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია. ნაც.აქტივისტებს, არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, მათ სრული ისტერიაა აქვთ რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევების და დესტრუქციის მცდელობა. ისინი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაში ხედავენ საკუთარ შანსს და ამ ნაწილში, ტრადიციულად მათი და რუსეთის ინტერესები სრულ თანხვედრაშია!' - წერს მდინარაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ