დავით ქართველიშვილის პოსტი:
ნაცების დღევანდელ მცდელობას - რუსეთთან ისედაც უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობები დუღილსზედა ნიშნულამდე მიიყვანონ, რუსეთმავე ცივი წყალი გადაასხა ამ, ჩემთვის მოულოდნელი ანტიაფხაზური დემარშით. ალბათ არსებობს ჯერ კიდევ "ორი რუსეთი" - ერთი ჩეკისტურ/პუტინურ/სააკაშვილისეული და მეორე, რომელიც თუნდაც სოხუმს, ქართული ტოპონიმიკით მოიხსენიებს, არა და იცის - როგორ აღიზიანებს ეს თუნდაც მცირეოდენი დეტალი დღეს აფხაზებს. მოკლედ, რას რას და თანაც დღეს - რუსეთიდან ამას არ მოველოდი. ნაცებო - როგოხართ?
„მოიტანე, მიეცი, ფული მოგვეცი - ხელს ნუ გვიშლი: რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობის მთავარი მოდელი: რესპუბლიკა თავს დამოუკიდებელ ქვეყნად მიიჩნევს, მაგრამ მისი ბიუჯეტის 60 პროცენტი დამოკიდებულია მოსკოვზე“ - ამ სათაურით „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge