დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

თბილისში გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფა და ვლადიმერ პოზნერის წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაცია ერთი ჯაჭვის რგოლებია - მარია ზახაროვა 02.04.2021 20:17

მოსკოვი თვლის, რომ თბილისში გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფა და ცნობილი რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაცია ერთი ჯაჭვის რგოლებს წარმოადგენს, - რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა. მისი თქმით, ამ ქმედებების მიზანია რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესისთვის ზიანის მიყენება.

 

„ჩვენ ამ ქმედებებში ვხედავთ საქართველოში არსებული ექსტრემისტული ძალების მცდელობას, რომ გაართულონ რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი”, - განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, ვანდალიზმის გამართლება არანაირი მოტივით არ შეიძლება.

„ცივილიზებულ საზოგადოებაში ასეთი ქმედება იწვევს შეცბუნებასა და დაგმობას. ამგვარი მოქმედებები კიდევ უფრო მიუღებელია იმ შემთხვევაში, თუ მხედველობაში მივიღებთ თავად გრიბოედოვის პიროვნულ მნიშვნელობას როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ისტორიაში”, – განაცხადა ზახაროვამ.მოსკოვი თვლის, რომ თბილისში გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფა და ცნობილი რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაცია ერთი ჯაჭვის რგოლებს წარმოადგენს, - რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა.

მისი თქმით, ამ ქმედებების მიზანია რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესისთვის ზიანის მიყენება.

„ჩვენ ამ ქმედებებში ვხედავთ საქართველოში არსებული ექსტრემისტული ძალების მცდელობას, რომ გაართულონ რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი”, - განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, ვანდალიზმის გამართლება არანაირი მოტივით არ შეიძლება.

„ცივილიზებულ საზოგადოებაში ასეთი ქმედება იწვევს შეცბუნებასა და დაგმობას. ამგვარი მოქმედებები კიდევ უფრო მიუღებელია იმ შემთხვევაში, თუ მხედველობაში მივიღებთ თავად გრიბოედოვის პიროვნულ მნიშვნელობას როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ისტორიაში”, – განაცხადა ზახაროვამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ