დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ეს არის მხოლოდ ქვეყნის მტრების გეგმის ნაწილი! - დიმიტრი სამხარაძე 04.04.2021 15:52

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტ-საბჭოს წევრი, პარლამენტარი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:


“ოპოზიციის სტრატეგიული გეგმა:
1. ჩამოიშალოს ქვეყნის ეკონომიკა, რაც ავტომატურად გამოიწვევს ფასების ზრდას, მეტ მშიერ მოქალაქეს, ინვესტიციების შემცირებას, ადგილობრივი ბიზნესის გადინებას.
 ამისათვის საჭიროა, მუდმივ რეჟიმში აქციები, დესტაბილიზაცია, ქვეყნის იმიჯის შელახვა, სახიფათო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანა!
2. ჩავარდეს ტურისტული სეზონი!
შესასრულებლად აუცილებელი პირობა რუსეთის სპეცსამსახურებთან აქტიური მუშაობაა, რის შედეგადაც საქართველოში ჩამოვიდნენ ცნობადი რუსი მოქალაქეები და გამომდინარე იქიდან, რომ დარღვეული არ ექნებათ ოკუპაციის კანონი, შეუფერხებლად შემოვიდნენ ქვეყანაში! მნიშვნელოვანია, ამ პირების პუტინის მოკავშირეებად გასაღება და ანტიქართული პოლიტიკის გამტარებლებად! წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ამ მოქალაქეების გადაყვანა და აქციების დაგეგმვა! მსგავს ღონისძიებებს უნდა მოჰყვეს რუსეთის პირველი პირების განცხადებები, რომ საქართველო რუსი ტურისტებისთვის სახიფათო ქვეყანაა და ურჩევენ, ან სხვა სახელმწიფოებში, ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასვენებას!!!
სასურველი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, გაკოტრდება ასობით პატარა და დიდი სასტუმრო/რესტორანი, შესაბამისად გაიზრდება გაბრაზებული მოქალაქეების რაოდენობა.
3. საქართველოს ევროატლანტიკურ საბჭოში გაწევრიანების ხელშეშლა!
ყველანაირი რესურსის გამოყენებით, “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის მოკავშირე დასავლური პარტიებისა და ლობისტების მიერ გავრცელდეს ქვეყნისთვის საზიანო განცხადებები! საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის დაკარგვა კავკასიაში, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ყარაბახში!
პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის სანქციების ამოქმედება!!!
ეს არის მხოლოდ ქვეყნის მტრების გეგმის ნაწილი! ახლო მომავალში უფრო მეტს მოვიწეები თუ როგორ აპირებენ საპატრიარქოს წინააღმდეგ გალაშქრებას, რა როლი უნდა ითამაშონ ნაცურმა ტელევიზიებმა და რატომ სურთ კოვიდ რეგულაციების გაუქმება!
მთავარი ის არის, რომ ვერასდროს შეძლებენ ქვეყნის არევას და ხელისუფლების დაბრუნებას, შანსი 0%” – წერს სამხარაძე

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ