დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ნუ დაგვაზეპირებინებთ გორბაჩოვის 27-ე ყრილობასავით ფეისბუკპოსტებს, ვაშაძეც და ბაქრაძეც ჩაანაცვლეს უფრო ხისტი და არაკონსტრუქციული პირებით - ამირან სალუქვაძე 10.04.2021 17:51

ამირან სალუქვაძე კომენტარს აკეთებს დღეს გამართულ ევროსაქების ყრილობის შესახებ:
- ჩემი აზრით, ევროსაქების ლიდერების ცვლილების მიზეზი იგივეა, რაც ნაცმოძრაობაში. გრ. ვაშაძეც და დ. ბაქრაძეც ჩაანაცვლეს უფრო ხისტი და არაკონსტრუქციული პირებით. რაც შეეხება თავად პარტიებს და "განახლებას", თუ ეს მართლა ადარდებდა ვინმეს, ევროსაქები უფრო მეტად საჭიროებენ განახლებას, ვიდრე ენმ, რადგან წინა მოწვევის პარლამენტში, ენმ-ის მთელი ბომონდი და საზოგადოებისთვის მიუღებელი პირები, ევროსაქებში გადმოლაგდნენ. დღეს ძველები ჩაანაცვლეს ძველებმა. რა შეიცვალა? ყველაზე სასაცილო კი ლელოს და ე.წ. სტრატეგია აღმაშენებლის იდენტური განცხადებებია ევროსაქების ყრილობასთან დაკავშირებით, თითქოს ერთ ლაბორატორიაში დაიწერა. ჰოდა, ნუ დაგვაზეპირებინებთ გორბაჩოვის 27-ე ყრილობასავით მათ დღევანდელ ფეისბუკ პოსტებს. არაა საინტერესო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ