დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

რა კავშირია დღეს დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტსა და პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტს შორის 04.05.2021 22:51

ქართველი ანალიტიკოსები დღეს დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტსა და პრემიერის ბაქოში ვიზიტს შორის პარალელებს ავლებენ:

ზაალ ანჯაფარიძე:
- საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 5 მაისს, ანუ ხვალ ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩადის. წინადღით დავით გარეჯის კომპლექსთან, რომელიც აზერბაიჯანთან სადავო საკითხს წარმოადგენს, ადგილი აქვს პროვოკაციის მცდელობას ცნობილი შემადგენლობის მონაწილეობით - ივერი მელაშვილი+"მთავარი არხი".

ბიძინა გიორგობიანი:
ზუსტად რომ ვიცოდეთ და ხშირად შევახსენოთ საკუთარ თავს, როგორ მტერთან გვაქვს საქმე, შევხედოთ რა გააკეთეს დღეს ნაცებმა:
1)საკუთრ აგენტ მელაშვილთან ერთად, გარეჯელ მოწამეთა ხსენების დღეს, შეიჭრნენ გარეჯის ტერიტორიაზე და სასულიერო პირებს მოუწყეს სკანდალი.
2) ხვალ პრემიერ მინისტრის ვიზიტი იწყება ბაქოში და წინასწარ ცადეს საქართველოში მოეწყოთ პროვოკაცია, ამ ძლიან რთულ საკითხზე.
ეს ყველაფერი არ შეიძლება უბრალო დამთხვევად ჩაითვალოს. აღნიშნული მოწმობს, რომ მათი სტაფი მუშობს ასეთ თემებზე, ამუშვებს სცენარებს, პოულობს შემსრულებლებს, აფინანსებს და ახორციელებენ ამ პროცესებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ