დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ოპოზიცია ისეა დანაწევრებული, ენერგეტიკაც აღარ შერჩა პროტესტის კიდევ ერთი ტრენდის ასაგორებლად - გიორგი ცუცქირიძე 11.05.2021 21:19

გიორგი ცუცქირიძის პოსტი:

 

 

ნიკანორ "შეუდრეკელის" გარეთ გამოსვლის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ჯერიც დადგა პარლამენტში შესვლაზე.
მართალია, მაქსიმალურად ცდილობენ მხარდამჭერი მედია საშუალებებით ეს მოლოდინი გაწელონ, სახის შესანარჩუნებლად, თორემ ეს საკითხი რომ გადაწყვეტილია, მათივე გუშინდელი უკომოპრომისოების ნაწილის კომენტარებიდანაც იკითხება.
მათი სახის შენარჩუნებას ემსახურება ევროდეპუტატების ნაწილის და ევროპის სახალხო პარტიის მოწოდებაც, პარლამენტში შესვლაზე.
რეალურად, ოპოზიცია პარლამენტში შედის დაშლილ-დანაწევრებული, მძიმე ურთიერთბრალდებების ფონზე. უახლოესი ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც რამდენიმე თვეში
გაიმართება, ეს პიროვნული დაპირისპირება თუ პარტიული ეგოიზმი, უდავოდ ოცნების აქტივში უფრო ჩაიწერება. მიუხედავად იმისა, რომ რურუა-მელიას გამოშვებით, ქულები ოცნებამაც დაკარგა.
ყველა შემთხვევაში ეს კრიზისად მონათლული პერიოდი დასრულებულად უნდა ჩაითვალოს, ელემენტარულად ოპოზიცია ისეა დანაწევრებული ენერგეტიკაც აღარ შერჩა, პროტესტის კიდევ ერთი ტრენდის ასაგორებლად. დიდი ამბით-დაანონსებული 15 მაისის გრანდიოზული აქციის ჩავარდნაც ამაზე უფრო მიუთითებს.
თუმცა, ნამახვანის თემა თოვლის გუნდასავით შეიძლება აზვირთდეს, და პოლიტიკური პროცესების ვექტორიც კვლავ ქუჩაში გადაიტანოს.
16 მაისს დაანონსებული აქცია ახლა ვერც მელიას გამოსვლით და ვერც საპარლამენტო სივრცით გადაიფარება, და ვერც ოპოების ერთმანეთში საქმის გარჩევით.
რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, არის სერიოზული რისკი, პროცესები არა თუ პერმანენტულ პროტესტში გადავიდეს, არამედ მივიღოთ გაცილებით მაღალი პოლარიზაცია, რაც ექვსთვიან ბოიკოტს მოყვა. ოპოზიციის ხელისუფლებასთან დაპირისპირებას არ ჰქონდა წმინდა იდეოლოგიური ხასიათი, რადგან რეალურად იყო პარტიკულარიზმის კრიზისი, რასაც კრიზისულ ფონად პარტიული ტელევიზიები აფორმებდენ. მთელი ამ ხნის მანძილზე, რომლის ფინალური აკორდიც მელიას გამოსვლა-არგამოსვლის საკითხი გახდა, საერთოდ არ ყოფილა დისკურსი , არც სახელმწიფოს მოწყობის საკითხებზე, არც ეკონომიკურ სტრატეგიებზე და არც უსაფრთხოების თუ საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზე. ეს, რომ არ იყო იდეოლოგიურ-კონცეპტუალური საფუძვლებით გამოწვეული კრიზისი, რასაც ევროპის ქვეყნებში ვხედავთ ან რისი მაგალითიც ამერიკის შეერთებული შტატებია, მიუხედავად ხანგრძლივი საბოტაჟირებული ბოიკოტისა, ჩვენ ვერ ვნახეთ ამ ტიპის კრიზისების წამყვანი ფაქტორი-თავად ხალხის პროტესტი.
ყველაზე ეგზისტენციალური საფრთხეც დღეს ეს არის. თუ არ დაიწყო ღია დისკურსი ამ საკითხებზე, მეცნიერების და დარგის სპეციალისტების ფართო ჩართულიბით, ჩვენ შეიძლება მივიღოთ სწორედ ამ ტიპის პროტესტი, იდეოლოგიური დაპირისპირების მუხტით და დიდი რყევებით, სადაც მტყუან მართლის გარჩევა კიდევ უფრო ძნელი იქნება. თორემ ქვეყანას ნამდვილად ჭირდება პოლიტიკური პალიტრის მრავალფეროვნება, სადაც დისკურსი არა ლიბერალურ ფლანგებზე, არამედ მემარჯვენე, მემარცხენე და ცენტრისტულ შეხედულებების ირგვლივ გაიმართება.
ქვეყანა კი შეიძლება შევიდეს ისეთ პოლიტიკურ კრიზისში, თანმდევი ეკონომიკური ფონის კიდევ უფრო გაუარესებით, საიდანაც გამოსვლას წლებიც კი შეიძლება დაჭირდეს.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ