დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ზურაბ ადეიშვილმა ამ ქვეყნისთვის იმდენი გააკეთა, მთელი საქოცეთის პარლამენტი ერთად რომ შეკრიბო და ასი წელი აცხოვრო, იმის ნახევარს ვერ გააკეთებენ - გია ბარამიძე 14.05.2021 23:47

ნაციონალური მოძრაობის წევრი გია ბარამიძე კომენტარს აკეთებს იმ ფაქტის გამო, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, მისივე მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა:

 

 

“ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ზურაბ ადეიშვილი და ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენი მთავრობის აქტიური წევრები იყვნენ, 2012 წლიდან პოლიტიკური დევნის ქვეშ არიან. მათი დაკავების და შევიწროებისთვის ამ რეჟიმმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა და ბუნებრივია, ის ხედავს, რომ ამ ვითარებაში საქართველოში რამის გაკეთების საშუალება არ ექნება. ის ამდენი ხანია უცხოეთშია და სჭირდება, რომ ჰქონდეს მოქალაქეობა, რომელიც საშუალებას მისცემს, საქმე აკეთოს, იმუშაოს და თუ მან დროებით ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს სწორედ ამ რეჟიმის კისერზეა და იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს, რომ ზურას საქართველო არ უყვარს, ან ვინმეზე ნაკლები საქართველოს მოქალაქეა. მან ამ ქვეყნისთვის იმდენი რამ გააკეთა, მთელი საქოცეთის პარლამენტი ერთად რომ შეკრიბო და ასი წელი აცხოვრო, იმის ნახევარს ვერ გააკეთებენ“, – განაცხადა ბარამიძემ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ