დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ოპოზიციამ უნდა აღიაროს, უაზრო ბოიკოტით და სააკაშვილის დაკრულზე, ვერც გაყალბება დაუმტკიცა ვინმეს, ვერც ვადამდელი მიიღო და დროშიც დაიწვა! - გიორგი ცუცქირიძე 15.05.2021 17:58

გიორგი ცუცქირიძის პოსტი:
ქართული პოლიტიკური ექსპრესის ბოლო ვაგონიც, მალე დაიჯავშნება.
ნაციონალური მოძრაობა, პარლამენტში ყველა ვარიანტში შევა, სხვა გამოსავალი ახლა, როდესაც ოპოზიციური ერთობა საბოლოოდ დაიშალა, უბრალოდ აღარ დარჩათ.
ნაციონალების ახლა პარლამენტში არშესვლა ნიშნავს, საერთაშორისო მედიაციის ფეხებზე დაკიდებას და შესაბამისად საერთაშორისო მხარდაჭერის დაკარგვასაც, საიდანაც სრულ მარგინალიზაციამდე ერთი ნაბიჯია.
მაგრამ პარლამენტში ბოლო ვაგონად შესვლაც, რომ არ გამოუვიდეთ, დიდი ნაწილი შევა, ხოლი ნაწილი უფრო ძველი გვარდია, ალბათ უარს იტყვის შესვლაზე. ამით, დაზიანებულ პოლიტიკურ რენომესაც ნაწილობრივ გადაარჩენენ.
დიდი ალბათობითაც უფრო ეს სცენარი იქნება, რადგან წმინდა პრაგმატული თვალსაზრისითაც, საერთაშორისო ფლანგზეც ჩაეთვლება და პარლამენტში შესულ ოპოზიციასთანაც ექნება შესახსენებელი, თუ ვინ ვინ არის და ვინ უღალატა ერთობას!
ამ ფაქტორს, კი მოახლოებული თვითმართველობის არჩევნების წინ გადამყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, მინუსისაკენ დაძრული რეიტინგის გადასარჩენად!
საკუთარი განულებული რეიტინგების გადასარჩენად ბრძოლა პარლამენტში ნაციონალებზე ადრე, შესულ და არც თუ ჯენტლმენურად მოქცეულ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწევთ, ეს ლელოს და სტრატეგია აღმაშენებელის მოქმედებებიდანაც იკვეთება, რაც ფორსირებულად ფრაქციების შექმნის მცდელობებით მიმდინარეობს.
სხვა ალტერნატივა ყოფილ საფანჩატურეთად წოდებულ ოპოზიციას, რომ არა აქვს 15 მაისს დაანონსებული გრანდიოზული აქციის ჩაფლავებადა სრული ფიასკოც მიანიშნებს. რაიონებს, რომ უნდა მოდებოდენ, თითოეულ ოჯახში შესულიყვნენ და ოცნების დასასრულსაც ხომ წინასწარმეტყველებდენ ამ ორიოდე თვის წინ, ვადამდელს ვინღა ჩივის!
რეალურად კი უკვე დაგვიანებულია, მათი ეს მორიგი რიმეიქის მცდელობა, საარჩევნო კანონმდებლობაზე ახლა გადართვაც, მოჩვენებითი ფაფხურის ასოციაციებს უფრო იწვევს. ოპოზიციამ უნდა აღიაროს, რომ უაზრო ბოიკოტით და სააკაშვილის დაკრულზე და ნაციონალების თამაშში შესვლით, ვერც გაყალბება დაუმტკიცა ვინმეს, ვერც ვადამდელი მიიღო და დროშიც დაიწვა!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ