დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოდის შერცხვენილი და თავლაფდასხმული - ელისაშვილი 08.06.2021 14:12

„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში  შერცხვენილი და თავლაფდასხმული შედის.
 
„ არ დაგვიჯერა, ჩვენ ვაფრთხილებდით, მაშინ ჯერ კიდევ შეხვედრები იყო, სიტყვით გვაქვს მათთვის ნათქვამი, უმანდატო ბოკერიას და უგულავას ჭკუაზე ნუ ივლით, მათ დაკრულზე ნუ იცეკვებთ, არ დაგვიჯერეს, შემოდიან შერცხვენილები და თავლაფდასხმულები,“ - ელისაშვილი.

მისი თქმით, პარლამენტი არის სივრცე, სადაც ხალხის პრობლემებზე უნდა იყოს საუბარი.

„ახლა მაინც დამიჯერონ, დაუჯერონ ჩვენს პარტიას, რჩევა  მინდა მივცე და თხოვნა მაქვს მათთან, აქ ცირკის მოსაწყობად ნუ შემოვლენ, ეს არის გასაცოდავებული, გაღატაკებული ქვეყნისა და ხალხის პარლამენტი, სადაც ხალხის პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ ამ საქმით ვართ დაკავებული, დღე და ღამე ვცდილობთ, პენსიებზე ვიფიქროთ, ვეტერანების დახმარებაზე ვიფიქროთ, მიწის რეფორმაზე ვიფიქროთ, დაგვიჯერონ, ყური გვიგდონ ამჯერად მაინც და შოუები კი არ მოვაწყოთ, ხალხის პრობლემებზე ვიფიქროთ, პარლამენტი არის სივრცე სადაც ხალხის პრობლემებზე უნდა ვლაპარაკობდეთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ