ვუსმენ
#გახარიას, დამიგრძელდა ყურები - არ ვჭორაობო, ამტკიცებდა და ჯერჯერობით პირდაპირ ეთერში პირწავარდნილ ჭორაობას აწვება. კაბინეტ-კაბინეტ ვეძებდიო თანამშრომლებს და არავინ არსად იყოო (მაშინვე რატომ ამხილა ის ''დაკარგულები''?!) და თუ არავინ არსად არ იყო, ეს ისევ მის სისუსტეზე მეტყველებს! გაეშვა ხელიდან სადავეები ?! თუ ვერ (არ!) მართავდა სიტუაციას?! მაშ, რას აკეთებდა ''ვაბშე''?! გარეთ ტყვიების წვიმა თუ იყო და ვერაფერს ცვლიდა, ვინაა ამაზე პასუხისმგებელი?! უეჭველი, ჩე გევარა, არა?! ან ეგებ ნაპოლეონი)))). როგორ ველოდები შენს მომდევნო შეკითხვებს, განსაკუთრებით ფრანგულ ვილაზე! ''როგორ მიყვარს'' ჭორაობის მოსმენა, რომ იცოდე, ინგუშ, მაგრამ ყველაფერზე ამბობს ''არ ვიცი, არ ვიცოდიო''. სადა ბანაობდა, ნეტა?!