დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

გიორგი ვაშაძე გახარიას ინტერვიუზე - ეს არის ვეზირთა ბრძოლა სამეფო კარზე 09.06.2021 12:45

 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, გიორგი გახარიას ინტერვიუ იყო ივანიშვილის კარზე ერთ-ერთი ვეზირის ბრძოლა, რომელიც პირველობისთვის იბრძვის.

 

„გიორგი გახარიას ნათქვამიდან კარგად გამოჩნდა, რომ ეს არის ვეზირთა ბრძოლა სამეფო კარზე, ვინ იქნება პირველი.

 

სამწუხაროდ, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ გუშინდელი საუბარი იყო კვლავ ბიძინა ივანიშვილის ვეზირის ბრძოლა, სწორედ ის გახდეს პირველი.

 

ქვეყნაში ამიტომ არ ვითარდება ეკონომიკა და არის შიმშილი. „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერის, გახარიას ჩათვლით, მთავარი ამოცანაა, ვინ იქნება პირველი ვეზირი სამეფო კარზე.

 

ეს იყო ის, რაც გუშინ მოვისმინეთ. გუშინ, ივანიშვილის კარზე ერთ-ერთი ვეზირის ინტერვიუ მოვისმინეთ, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ პირველი ვეზირი გახდეს და ებრძვის მეორე პირველ ვეზირს, რომელიც არის დღეის მდგომარეობით, ირაკლი კობახიძე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ