დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

არც ვადამდელი იქნება და ამ გაკოტრებულ პოლიტკოჰორტას არც აწყობს, რადგან კიდევ უფრო დიდი იმედგაცრუება ელით - გიორგი ცუცქირიძე 09.06.2021 22:16

გიორგი ცუცქირიძის პოსტი:

ფინანსებში არის ცრუ მოლოდინების ეფექტი, რაც აქტივების არასწორ დროს ყიდვას უკავშირდება, ანუ მომავალში ფასის ზრდის მოლოდინით. ბუნებრივია, თუ ეს პროგნოზი არ გამართლდა ტრეიდერი დიდ ზარალზე გავა და სულაც შეიძლება გაკოტრდეს კიდეც. ანალოგიური პოლიტიკაშიც ხდება, როდესაც საკუთარ ელექტორატს ცრუ მოლოდინით კვებავ. ზუტად ეს დაემართა ნაციონალურ მოძრაობასაც.
7 თვიანი ბოიკოტის, რეალურად საბოტაჟის შემდეგ, პარლამეტში შესვლა, რომ რამენაირად გაეპრავებინათ, ჯერ გუშინ დიდი რიხით გვამცნეს, ხომ ხედავთ ოცნებამ ჩვენი შიშით ხდომაც კი დახურა, ნიკა მელიას გამოვლის შიშის გამოო, ვითომ ნიკა მელიას სხვა დროს გამოვლას ვინმე უკრძალავდა და დღეს მორიგი იაფფასიანი აქცია პერფორანსი მოაწყეს, მელიასვე მონაწილეობით. რეალურად კი ეს ყველაფერი საკუთარი ელექტორატის დაკარგვის შიშის პრევენციას უფრო უკავშირდება. პარტია, რომელიც ბოიკოტის ავანგარდში იყო მთელი ამ ხნის მანძილზე, და ვერაფრით ვერ დაამტკიცა არჩევნების არა თუ 'ტოტალური გაყალბება', არამედ ლეგიტიმაციის საკითხიც კი ვერ დააყენა შიდა თუ საერთაშორისო დონეზე, რაც ვადამდელ არჩევნებზე გავიდოდა, ხოლო მათ მიერვე გაბრიყვებული ოპოზიციის ნაწილიც გაექცათ, ბოლოს სულაც სამარცხვინოდ შეიძურწა ოცნების მიერ "მიტაცებულ პარლამენტში", ახლა დაზიანებული რენომეს გადარჩენას უფრო ცდილობს. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერაც ამ სცენარის ნაწილია და ამასაც ცოტა ხანში მოაწერენ. მიზეზსაც მოიგონებენ ბუნებრივია!
სხვა დანარჩენი, ის რაც ხალხს აწუხებს, გაზრდილი ფასები იქნება თუ პოსპანდემიური ეკონომიკის გამოწვევებია რა გასაკვირია, რომ სულაც არ აინტერესებდეთ. ამიტომაც, არანაირი შანსი ამ გაბანკროტებულ ოპოზიციას შემოდგომაზე, რომ ოცნებამ ვერ აიღოს ჩამკეტი 43 პროცენტი და ვადამდელზე გავიდეს არა აქვს. არც ვადამდელი იქნება და ამ გაკოტრებულ პოლიტკოჰორტას რეალურად არც აწყობს, რადგან ვადამდელზე კიდევ უფრო დიდი იმედგაცრუება ელით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ