დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

უმრავლესობის ყველა ლიდერი და წევრი 20 ივნისს პარლამენტში იყო და ეს თვითონ გიორგი გახარიამაც ძალიან კარგად იცის - არჩილ თალაკვაძე 09.06.2021 22:39

უმრავლესობის პრაქტიკულად ყველა ლიდერი და წევრი 20 ივნისს პარლამენტში იყო და ეს თვითონაც (გიორგი გახარიამ ) ძალიან კარგად იცის, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძე „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც უპასუხა გახარიას განცხადებას, თითქოს 20 ივნისის ღამეს „ქართული ოცნების“ ლიდერები არ იძებნებოდნენ პარლამენტში.

„ვფიქრობ, ამ განცხადებით მან სცადა, უფრო მეტად წარმოეჩინა საკუთარი როლი იმ დღეს და საზოგადოებისთვის ეთქვა, რომ მხოლოდ თვითონ აქვს დამსახურება ყველაფერში, რაც იმ დღეს მოხდა. კითხვები რომ ამან წარმოშვა, ამას თვითონ უნდა უპასუხოს და არ ვფიქრობ, რომ მე ან რომელიმე ლიდერი „ქართული ოცნებიდან“ დღეს ვალდებული ვართ, მის განცხადებებზე განმარტებები ვაკეთოთ. მედიასთან იმიტომ აქვს კომუნიკაცია, რომ მაქსიმალურად ამომწურავად ისაუბროს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ