დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

თუ ყველა არ მოაწერს ხელს ე. წ. შარლ მიშელის შეთანხმებას, "ქართული ოცნება" რა ვალდებულია, რომ 43%-იანი დათქმა შეასრულოს?! - ბონდო მძინარაშვილი 09.06.2021 23:16

ბონდო მძინარაშვილის პოსტი:

თუ ყველა არ მოაწერს ხელს ე. წ. შარლ მიშელის შეთანხმებას, "ქართული ოცნება" რა ვალდებულია, რომ 43%-იანი დათქმა შეასრულოს?! იმ შეთანხმების პირობები ხომ ყველასთვის ერთნაირად სავალდებულოა?! იქნებ მხოლოდ "ქართულ ოცნებას" აქვს ვალდებულებები და სხვები "ღმერთთან ლაპარაკობენ"?! მე არ მგონია, რომ "ქართულ ოცნებას" ამ "ბარიერის" გადალახვა გაუჭირდება ასეთი ოპოზიციის პირობებში! და საერთოდ არ ვარ ვადამდელი არჩევნების მომხრე, რადგან ჩემთვის საქართველოს კონსტიტუციაა უზენაესი კანონი და მიუღებელია ნებისმიერი შეთანხმების კონსტიტუციაზე მაღლა დაყენება! ამასთან, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში ასეთი პრეცენდენტი დაუსრულებელი კრიზისების სპირალში შეგვიყვანს, რომელსაც თავს ვერასდროს დავაღწევთ! ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ქვეყანაში, ცალკეული პარტიების აგრესიული ფანკლუბების გარდა, კიდევ არიან ადამიანები, ვისთვისაც საქართველოა უპირველესი!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ