დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ტრამპი ჯო ბაიდენს აფრთხილებს - ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე "არ ჩაეძინოს" 11.06.2021 11:56

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს აფრთხილებს, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას არ ჩაეძინოს.
„წარმატებას ვუსურვებ ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას - არ ჩაგეძინოს შეხვედრის დროს, და გთხოვ ჩემგან გულითადი მოკითხვა გადაეცი“, - წერია ტრამპის განცხადებაში, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენს „მძინარე ჯო“ შეარქვა.

 
ამავე განცხადებაში ტრამპი იხსენებს, რომ პრეზიდენტის რანგში ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა პუტინთან ფინეთში და აშშ-მა ბევრს მიაღწია.

 
აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრა 16 ივნისს, ჟენევაშია დაგეგმილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ