დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

თბილისი როდის გიყვარდათ, ბატონო მამუკა? როდესაც ითხოვდით, სატყეო ზონა სამშენებლოდ გაგეკეთებინათ, თუ როდესაც თქვენი ოფისის მშენებლობისას ნაგვით აავსეთ ხევები? - ირაკლი ზარქუა 11.06.2021 20:28

„წლების განმავლობაში მეგონა, რომ ბატონი ხაზარაძე იყო სიმართლის, კეთილსინდისიერი ბიზნესის, არა ორმაგი სტანდარტის ეტალონი. ალბათ, ამისთვის მაინც ღირდა შემოსვლა პარლამენტში, რომ გამეგო ვინ ვინ არის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სრული ცილისწამებაა დედაქალაქის მერისა და მისი გუნდის წინააღმდეგ მიმართული ის განცხადებები, რაც ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

„რაც შეეხება დღევანდელ „ამნისტიის კანონს“, მეგონა, თქვენ დაგვასწრებდით და იტყოდით, ძალიან მაგარია და გვერდით დაუდგებიო. ამის მაგივრად, დაიწყეთ გაუგებარი პრეტენზიების წამოყენება. თბილისი როდის გიყვარდათ, ბატონო მამუკა? როდესაც დედაქალაქს სთხოვდით, სატყეო ზონიდან 5 ათასი სამშენებლო ზონად გაგეკეთებინათ? მაშინ გიყვარდათ ალბათ თბილისი. თუ მაშინ გიყვარდათ, როდესაც თქვენი სათავო ოფისის მშენებლობისთვის ნაგვით აავსეთ ხევები? ნუ ეცდებით ამის უარყოფას, ჯარიმები მაქვს აგერ მოტანილი. ამას თუ გიმალავენ, მაშინ გამოდით და თქვით, რომ ვერ მართავთ კომპანიას. ნაგვით ავსებდით ხევებს ვაშლიჯვარში, დღეს რომ პრობლემა გვაქვს. ორმაგი სტანდარტი მიუღებელია ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, ამას არ გაგიტარებთ. თუ მაშინ გიყვარდათ თბილისი, როდესაც რეკრეაციული ზონიდან ითხოვდით საცხოვრებელი ზონის აშენებას და 41 000 კვადრატით მეტი ააშენეთ?,– მიმართა ირაკლი ზარქუამ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ლიდერს.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, დღეს ვერავინ ააშენებს კორპუსებს სტადიონებზე და რეკრეაციულ სივრცეებში. „კახა კალაძის მერობის პერიოდში დედაქალაქმა განვითარების გენერალური გეგმა მიიღო. თქვენ მიერ მოწონებულმა სააკაშვილმა კი სატყეო ზონა გააქრო და რისი დამსახურებაც იყო, რომ ტყე გაყიდულია, რაც ჩვენ დავუბრუნეთ. სატყეო ზონა, 138 მილიონი კვადრატი არის ახლა რუკაზე. რეკრეაციული ზონა, 4 მილიონით გაიზარდა, სწორედ კახა კალაძის დამსახურებით, საკრებულოს შუამდგომლობით და გვერდით დგომით“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

პარლამენტმა სამშენებლო ამნისტიის პროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ