დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

დიმიტრი შაშკინი დაწესებულ შეზღუდვებზე ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს 16.09.2020 12:55

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლებას მოსთხოვა მოსახლეობას ანგარიში ჩააბარონ, სად წავიდა ის 10 მილიარდი ლარი, რომელიც საერთაშორისო ბანკებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ისესხეს. დიმიტრი შაშკინი დაწესებულ შეზღუდვებზე ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს.


„სად წავიდა, ვის ჯიბეში ის 10 მილიარდი ლარი, რომლის შესახებაც  15 აპრილს გამოაცხადა გახარიამ, რომ საერთაშორისო ბანკებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ისესხა ხელისუფლებამ. რა გაკეთდა იმისთვის, რომ სკოლებში სწავლის დაწყებისთვის პირობები ყოფილიყო და ჩვენ ბავშვებს ყველას ჰქონდეს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა?,“- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის გაუგებარია, რატომ იხურება ბარები და ნადგურდება მცირე ბიზნესი, როდესაც ხელისუფლება თავად ატარებს ხალხმრავალ ღონისძიებებს.


„რატომ ხურავთ ბარებს და ანადგურებთ მცირე ბიზნესს, ქართველებს ორკვირიან კარანტინში სვამთ და რუსეთიდან, თქვენივე სტატისტიკით, შემოუშვით 56 ათასი რუსეთის მოქალაქე კარანტინის გარეშე. რატომ არ შეიძლება 50 - კაციანი ქორწილის გადახდა, როდესაც მოპარული ხეების სანახავად ატარებთ ავტობუსებით ხალხს, აყენებთ უზარმაზარ რიგებში თქვენივე დაწესებული ყველა ნორმის დარღვევით. ეს არის კითხვები, რომელსაც ქართველი ხალხი სვამს და რომელზე პასუხებს, სამწუხაროდ, მთავრობისგან ვერ იღებს“,-განაცხადა  დიმიტრი შაშკინმა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ