პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ მან დღე განუცხაა ჟურნალისტებს. ანრი ოხანაშვილის თქმით, შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ არჩევნები მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.
„ყველა პროცედურა და წესი თითქმის უკვე გაწერილია. ეს წესები თანხმდება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად და ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო იყოს შექმნილი არჩევნების დღეს და ასევე წინასაარჩევნო პროცესში. ჩვენ არ განვიხილავთ არჩევნების შესაძლო გადადების საკითხს,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველომ მოუწოდა პარტნიორებს შესაბამისი მისიების გამოგზავნა იმისთვის, რომ დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge