საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში ჩავიდა. ასეულს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმერ ნათენაძე და შტაბის უფროსი მაიორი თენგიზ გობაძე დახვდნენ და მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.
ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბის ბაზაზე მისიას აშშ-ს სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს. ქართველი სამხედროები მისიის ფარგლებში ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებენ.
მშვიდობისმყოფელთა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის (RSM) გადასროლისწინა ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების სხვადასხვა ფაზა და დასკვნითი მომზადება საქართველოში გაიარა. აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს. ქართული ასეული საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge