საუკეთესო რომანისთვის წლის ლიტერატურული პრემია “საბა” აკა მორჩილაძეს გადაეცა ნაწარმოებისთვის „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). საუკეთესო რომანის ნომინაციაში წარდგენილი იყო, ასევე, ზურაბ ქარუმიძის „Untergang: მოგზაურობა ევროპაში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) და ივა ფეზუაშვილის „ფსკერის სახარება“ (გამომცემლობა „ინტელექტი“).
საუკეთესო პოეტური კრებულისთვის საბა-2019 გადაეცა პოეტ ზაზა ბიბილაშვილს. ასევე, ცნობილია „ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული - ლიტერატურული პრემია მსფოლიო ლიტერატურული შედევრების მთარგმნელს - მანანა გიგინეიშვილს გადაეცა, რითაც აღინიშნა მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედება.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge