დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ყატარის სახელმწიფოში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, არაბულ ენაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული გამოიცა 05.01.2020 18:40

ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთი დუმბაძე სოციალურ ქსელში სასიამოვნო სიახლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

 

„ყატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით არაბულ ენაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული გამოიცა. უცნაური ისტორია აქვს ამ წიგნს. მოთხრობების თარგმანი სუდანის მოქალაქეს აბდულრაჰმან აბუ ზიქრას ეკუთვნის, რომელმაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში თარგმნა დუმბაძე და გარდაცვალებამდე მეგობარს - მუსტაფა მუბარაქ მუსტაფას დაუტოვა, რომელმაც შემოინახა საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი ფურცლები, თავად დაასრულა რამდენიმე მოთხრობის თარგმანი და გამოსცა კიდეც. სწორედ ამ წიგნის წარდგენაზე მივემგზავრები 8 იანვარს დოჰას საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე. აქედან მამა მაცილებს და იქაც მამა დამხვდება. დანარჩენს დოჰადან მოგახსენებთ“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ