დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

შემუშავდა სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციები 11.06.2020 12:58

ქვეყანაში სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების ემოქმედებითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, შემუშავდა „ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის".

 

რეკომენდაციების თანახმადორგანიზაციებმა შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების და კულტურული ღონისძიებების გამართვის ყველა ეტაპზე მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ შემუშავებული რეკომედაციების მიხედვით.


შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება კულტურის ორგანიზაციებს მოემზადონ გახსნის ეტაპისთვის და შემოქმედებითი საქმიანობა უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით განახორციელონ.

 

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:


https://www.mes.gov.ge/content.php?id=10425&lang=geo&fbclid=IwAR1qdUu0jclRAdjf9MHmNQUPkK82ApgVesaNozREzCjr8WkyE37mE-ix1dI  

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ