დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

დღეს შავი ზღვის რიგით მე-14 ჯაზ ფესტივალი გაიხსნება 21.08.2020 10:22

 

21-23 აგვისტოს, ბათუმი ტრადიციულად შავი ზღვის რიგით მე-14 ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს.

 

წლევანდელი ფესტივალი დაკომპლექტებულია მხოლოდ ქართველი მუსიკოსებით. ფესტივალს 21 აგვისტოს გიორგი მიქაძე გახსნის პროექტით - Giorgi Mikadze Micro BeatZ, რომლის შემდეგაც მსმენელის წინაშე ნინო ქათამაძე Black Sea Jazz Project-ით წარდგება.


22 აგვისტოს, ფესტივალის მეორე დღეს, სცენას ახალგაზრდა მუსიკოსის, ლუკა თოფურიას ტრიო დაიკავებს. შემდეგ კი, მსმენელის წინაშე სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პროგრამით სტეფანე წარდგება.


შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს 23 აგვისტოს Young Georgian Lolitaz და ჯგუფი Moku Moku დახურავენ.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ