22-27 სექტემბერს „ექსპო ჯორჯიაში“თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი რეგულაციების შესაბამისად ჩატარდება და დამთვალიერებლებს ოთხი დღის ნაცვლად, ექვსი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.
„ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ერთდროულად დასაშვები ადამიანების რაოდენობა შეიზღუდება. პავილიონში სტუმრობის მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
ფესტივალში მონაწილეობას 40-ზე მეტი გამომცემლობა მიიღებს.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge