დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის ეგზემპლარია - ეს ჩემი მიგნებული 124- ე წიგნია ილიასი“ 25.09.2020 23:50

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:

 

 

დღის ბოლო. ჩაის ვსვამ წიგნთსაცავის განყოფილების ხელმძღვანელთან. იქვე შედის ელექტრონულ კატალოგში ის წიგნები, რომელიც ბარათული კატალოგის ელექტრონულში შეტანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საცავის თაროზე დევს და კატალოგში არ მოხვდა, რადგან ბარათულ კატალოგში არ იყო. ანუ ეს ის წიგნებია, ნახევარი საუკუნე არავის რომ არ შეუწუხებია. გადავშალე გონჩაროვის რევოლუციამდელი გამოცემა და წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ბეჭედი დავინახე. ეს ხომ უკვე სიხარულია, მაგრამ ახლა ძველ საინვენტარო ნომერს დავხედე და ... ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის ეგზემპლარია. ეს ჩემი მიგნებული 124- ე წიგნია ილიასი. მეგონა , რომ მეტს ვეღარ მივაგნებდი. 10 წელზე მეტია, აღარ მინახავს. დღეს აღმოჩნდა, რომ კიდევ არის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ