დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი წარმოდგენებს ოპერის ეზოში გამართავს  13.10.2020 17:44

15 ოქტომბრიდან თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი მაყურებელს წარმოდგენას თეატრის ეზოში შესთავაზებს. საბალეტო დასი ლუდვიგ მინკუსის ბალეტიდან „დონ კიხოტი“ სუიტას იცეკვებს.

 

სამმოქმედებიანი ბალეტიდან მაყურებლისთვის 45-წუთიანი ვერსია მომზადდა, რომელიც ოპერის ეზოში სპეციალურ სცენაზე შესრულდება. მაყურებლისთვის განკუთვნილი ადგილები დისტანციის დაცვით იქნება განლაგებული.

 

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 169-ე სეზონი კოვიდპანდემიის გამო, ჯერ არ გახსნილა. სპექტაკლები 2020 წლის მარტში შეწყდა. „დონ კიხოტი“ ოპერის ეზოში თეატრის პირველი უჩვეულო წარმოდგენაა ღია ცის ქვეშ.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ